სუდანში აქციის დარბევის დროს დაკარგული 40 ადამიანის ცხედარი ნილოსმა გამორიყა

სუდანში, ოპოზიციის აქტივისტების ინფორმაციით, ნილოსიდან 40 ადამიანის ცხედარი ამოიღეს, რომლებიც ორი დღის წინ დემონსტრანტების დარბევის შედეგად  დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100 კაცს მიაღწია. დაჭრილების თაობაზე ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.
BBC-ის ინფორმაციით, გარდამავალმა სამხედრო საბჭომ, რომელიც სუდანს აპრილიდან მართავს, მოსახლეობას ინციდენტის გამოძიების პირობა მისცა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სუდანში მომხდარი ძალადობის გამო შეშფოთება გამოთქვა. ამერიკის ოფიციალური პირები საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს – ხალიდ ბინ სალმანს დაუკავშირდნენ და სუდანში ხელისუფლების სამოქალაქო პირების ხელში გადასვლის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
ცნობისთვის, საუდის არაბეთი სუდანელი სამხედროების მთავარი მოკავშირეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები