ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები შესრულდება

ესტონური ავიაკომპანია SmartLynx Airlines-ი ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.
როგორც „კვირას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, რეისები 27 ივნისს, 4 ივლისს, 11 ივლისსა და 18 ივლისს, Airbus A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება და საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ესტონურ ავიაკომპანიაზე 29 მაისს გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები