ექსპერტი ლარის კურსთან დაკავშირებით: როგორც ქუხს, ისე არ წვიმს

ექსპერტ სოსო არჩვაძის განცხადებით, ყველა ის ნეგატივი, რასაც ლარის კურსის დაცემა შეუძლია ამოწურულია და მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის გამყარება.
არჩვაძე თვლის, რომ ლარის კურსის დაცემას სხვა ფაქტორებთან ერთად საზოგადოების ირაციონალური საქციელიც უწყობს ხელს.
“ლარის კურსი დამოკიდებულია შიდა და გარე ფაქტორებზე. ყველა იმ ფაქტორის გათვალსწინებით, რაც ნეგატიურად მოქმედებს ლარის კურსზე, მისი თანაფარდობა ამერიკულ დოლართან ისე არ უნდა დაცემულიყო როგორც დაეცა. ამიტომ ირაციონალური საქციელის როლი გაცილებით მაღალი იყო ლარის კურსის დაცემაში ვიდრე რეალურად უნდაყოფილიყო, ყველა ის სუბიექტური და ობიექტური რესურსი, რაც ლარის კურსის დაგდებას იწვევდა, ამ ეტაპზე აბსოლუტურად ამოწურულია. როდესაც ლარის კურსით შეშინებული მოსახლეობა გარბის და ყიდულობს დოლარს, ასეთ შემთხვევაშიზარალდება მთელი საზოგადოება. ანუ ირაციონალური ქცევა ლარის კურსს არანაკლებ ზიანს აყენებს ვიდრე სხვა ფაქტორები. მთლიანობაში ყველა ის ფაქტორი, რაც იწვევს ლარის დაცემას ამოწურულია და ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ფაქტიურად ძალაში შედის გაზაფხულის სეზონი, ტურისტების ნაკადს აუცილებლად მოჰყვება ვალუტის შემოდინება და იმედი ვიქონიოთ, რომ ლარი სგამყარებისკენ იქნება წასული,” – აცხადებს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები