ლევან დავითაშვილი: 26 მაისი უნიშვნელოვანესი დღეა

“ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ! 26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა. საქართველო დამოუკიდებლობის დღეს სახალხო დღესასწაულით აღნიშნავს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ არის ამ დღის სლოგანი „ეს დღე ჩვენია“. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით – „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება. ცოდნა არის მამოძრავებელი ძალა, გზა, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ“, -აღნიშნა მინისტრმა.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სტენდზე ორ განსხვავებულ კუთხეს – მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს.
26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები