საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სახელმწიფო ჰიმნი „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზეც შესრულდება

0

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 17:10 საათზე, საქართველოს 14 ქალაქთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება სტეფანწმინდაშიც, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს, 13:00 საათიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყება. საქართველოს ჰიმნს შეასრულებს აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა.“

1918 წლის 26 მაისს, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი