ევროკავშირის ელჩი: დღეს ევროპელი ხალხი და ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს

“დღეს ევროპელი ხალხი და ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ევროკავშირის ელჩმა​ ​საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დღეს ვიმყოფები მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლესთან, სადაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. რეზონანსული, პროგრესული დებატები, პროგრესული კონსტიტუცია და ლიდერი ქალების აქტიური ჩართულობა – თავისუფლებისმოყვარე ერის სწორ ხედვას განაპირობებს. მაშინ, ევროპის ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს. დღეს კი ევროპელი ხალხი და ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს“,-ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები