საქართველოს 14 ქალაქსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში, 17:10 საათზე, საქართველოს ჰიმნი ერთდროულად შესრულდება

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს 14 ქალაქში ერთდროულად, 17:10 საათზე, საქართველოს ჰიმნი შესრულდება.

„1918 წლის 26 მაისს, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 26 მაისს, ზუსტად იმავე დროს, 17:10-ზე, ვიკრიბებით და ვუმღერით ჰიმნს თავისუფლებას საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისი – თავისუფლების მოედანი; რუსთავი – თავისუფლების მოედანი; ბათუმი – ერას მოედანი; თელავი – ერეკლე მეორეს მოედანი; მარნეული – შოთა რუსთაველის ქუჩა; გორი – მთავარი მოედანი; ახალციხე – რაბათის ციხე; ახალქალაქი – თავისუფლების ქუჩა; ქუთაისი – ცისფერყანწელების ქუჩა; ამბროლაური – ცენტრალური მოედანი; ზუგდიდი – ცენტრალური მოედანი; მესტია – სგიმიერი-სეტის მოედანი; ფოთი – რუსთაველის რკალი; ოზურგეთი – ჭადრების პარკი“, – ამის შესახებ 26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 17:10 საათზე საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საქართველოს ჰიმნს შეასრულებენ სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში – ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის: მალაიზიაში; უზბეკეთში; ესტონეთში; ესპანეთში; თურქეთში; ირლანდიაში; გერმანიაში; დანიაში; ბელგიაში; უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში; აზერბაიჯანში; სომხეთში; სლოვენიაში; საფრანგეთში; უკრაინასა და ლიეტუვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები