დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს რუსთაველზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება

რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბაზრობა სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 10:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება და მასში 100 მეწარმე მონაწილეობს.

“სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. გამოფენა-გაყიდვაზე წარდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის გარდა, ღონისძიებაზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, სხვადასხვა სახის ვორქშოფები და ა.შ“, – აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა,რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები