თბილისში, თავისუფალ ჭიდაობაში ღია პირველობა გაიმართა

0

თბილისის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის ცენტრალურ ბაზაზე, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის აფხაზეთში დაღუპული ვახტანგ თედიაშვილისა და მისი თანამებრძოლებისადმი მიძღვნილი თბილისის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში, უმცროსი ასაკის (2006-2008 და 2009-2010 წლებში დაბადებულ)ჭაბუკთა შორის. შეჯიბრში მონაწილეობა 10 წონით კატეგორიაში, 180-მდე მოზარდმა მიიღო.

გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სიგელები და მედლები ლევან თედიაშვილის ვაჟმა, ბესო თედიაშვილმა, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გოჩა ჩორგოლიანმა, ოლიმპიურმა ვიცე ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში, გიორგი გოგშელიძემ, პოლკოვნიკმა ზურაბ ჯაფარიძემ და სხვა დამსახურებულმა სპორტსმენებმა გადასცეს.

” თბილისის ღია პირველობამ თავისუფალ ჭიდაობაში, ჩაიარა წარმატებით, ანშლაგით. ბავშვები არიან ძალიან გახარებულნი და კმაყოფილები. მინდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მადლობა გადავუხადოთ ამ ლამაზი დღისთვის. დღევანდელი ჩემპიონატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის აფხაზეთში დაღუპული ვახტანგ თედიაშვილისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნას მიეძღვნა. ტერიტორიულ მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში არა ერთ ქართველ მოჭიდავეს მიუღია მონაწილეობა. მომავალშიც ასე იქნება, თუკი ეს ქვეყანას დასჭირდება. ეს ბავშვებიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმითა და მამაცური სულისკვეთებით იზრდებიან.”- განაცხადა თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გოჩა ჩორგოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი