თბილისში 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება

26 მაისს, თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება.
დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება.
გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საგრეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
აღსანიშნავია, რომ ქანდაკება 1921 წელს ემიგრირებული ქართველი პოლიტიკოსების მიერ დაფუძნებულმა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომომ, ქალაქ თბილისს საჩუქრად გადასცა. ქანდაკების აღმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები