კახა კალაძე დავითგარეჯზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ თემაზე არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს

თბილისის მერი კახა კალაძე დავითგარეჯში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ საკითხზე კითხვები აღარ იყოს.

„დარწმუნებული ვარ, კომისია შედეგს მიიღებს და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ ჩვენთვის ძალიან სენსიტიურ თემასთან და პრობლემასთან დაკავშირებით, ისე დავასრულოთ ყველაფერი, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ ბევრ სხვადასხვა მიმართულებასა და სფეროში. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, კომისია, საბოლოო ჯამში, მიიღებს ისეთ შედეგს, რომელიც ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები