3 წლის ბავშვი, რომელიც მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, აფროამერიკელია

3 წლის ბავშვი, რომელიც მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, აფროამერიკელია

„კვირას“ ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი, რომელიც მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, აფროამერიკელია.ეს ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც  „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი ბავშვი საქართველოს მოქალაქე არ არის.

ცნობისათვის, რამდენიმე წუთის წინ, თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. დიდი დიღმის დასახლებაში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან 3 წლის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები