ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავა

0

ჭიათურაში, მაღაროელების აქციაზე, სადაც “ჯორჯიან მანგანეზის” მუშა-მოსამსახურეები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია ჩავა.
იგი აქციის მონაწილეების მოთხოვნასა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
​შეგახსენებთ, რომ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მუშები მეათე დღეა, აქციებს მართავენ.
ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ მიერ წარმოდგენილი 7-პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც წაყენებული იყო კომპანიის მიმართ ფორმალურად თუ არაფორმალურად, გარდა ხელფასის 50%-იანი ზრდისა, სრულად და უპირობოდ დაკმაყოფილდა.

კომენტარები

კომენტარი