“ტარიფის ზრდის რისკები რომ შევამციროთ, აუცილებელია თავისუფალი ბაზრის პრინციპების გადმოტანა, მათ შორის – ენერგეტიკულ ბაზარზე”

„თავისუფალი ბაზრის პირობებში კონკურენცია გაიზრდება, კონკურენციის არსებობა კი ბაზარზე მეტი სუბიექტის გაჩენას ნიშნავს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებების შესახებ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ტარიფის ზრდის რისკები რომ შემცირდეს, აუცილებელია თავისუფალი ბაზრის პრინციპების გადმოტანა ენერგეტიკულ ბაზარზეც.
თამარ ხულორდავა აღნიშნავს, რომ პროექტის მიღების ძირითადი არსი ის არის, რომ ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირება ხდება.
„თავისუფალი ბაზრის პირობებში კონკურენცია გაიზრდება, კონკურენციის არსებობა კი ბაზარზე მეტი სუბიექტის გაჩენას ნიშნავს. შესაბამისად, ფასები მომხმარებლისთვის შესაძლოა, მისაღებიც კი გახდეს. ქვეყანაში ენერგომოხმარება მუდმივად იზრდება. სამწუხაროდ, მიწოდება იმ ტემპს ვერ აკმაყოფილებს, რომელიც მოხმარების ზრდის თვალსაზრისით გვაქვს. თუ კანონპროექტს არ მივიღებთ, ბაზარს არ გავხსნით, დარეგულირება არ მოხდება, ტარიფის ზრდა გარდაუვალია. ტარიფის ზრდის რისკები რომ შევამციროთ, აუცილებელია თავისუფალი ბაზრის პრინციპების გადმოტანა, მათ შორის – ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა ხულორავამ.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტი დღეს განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები