სოფიო ქაცარავა: შევჯერდით, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია საჭიროა ქვეყნისთვის, ჩვენი კომიტეტი კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და უფრო სისტემური გავხადოთ

0

“შევჯერდით, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია საჭიროა ქვეყნისთვის, ჩვენი კომიტეტი კი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და უფრო სისტემური გავხადოთ”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.​
მისი ინიციატივით, დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება და დიპლომატები ესწრებოდნენ.
ექსპერტი ეთელ ჰალისტე შეხვედრაში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობს, რომლის მიზანია სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესება ქვეყანაში. მოხდა საერთაშორისო მაგალითების წარდგენა, მსჯელობა კომუნიკაციების აუცილებელ კომპონენტებსა და რესურსებზე.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, რაც მოიცავს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ პროაქტიულ კომუნიკაციას როგორც მოსახლეობასთან, ისე – საერთაშორისო პარტნიორებთან; ასევე, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლასა და სახელმწიფო უწყებათაშორის კოორდინირებულ ურთიერთობას.

კომენტარები

კომენტარი