მამუკა ბახტაძე: „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის განცხადებები ემთხვევა რუსულ ნარატივსა და პროპაგანდას

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ტვ პირველის“ თოქშოუ „რეაქციაში“ სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. ლიდერის განცხადებები, რომ საქართველოს აქვს პრობლემები ნატო-სთან ურთიერთობაში, რომ ნატო-ს სწავლებები ვერ ჩატარდა საქართველოში, რომ საქართველო გეგმავს ჯაველინის სისტემების რუსეთზე გაყიდვას, ეს არის სწორედ რუსული ნარატივი“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მისი თქმით, ეს არის ნარატივი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპას, თურმე, აქვს კოლონიალური პოლიტიკა.
„მოდით, დავუპირისპიროთ ეს ორი საკითხი ერთმანეთს. რა არის რუსული პროპაგანდის მთავარი მესიჯები და რას იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი. მე მაქვს კითხვა პროდასავლურ ოპოზიციასთან, რომელიც ამტკიცებს, რომ მათთვის ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებებია ყველაზე მნიშვნელოვანი. გააკეთონ შეფასებები. რატომ არ აკეთებენ? ეს ხომ ერთი-ერთში ემთხვევა იმ რუსულ ნარატივსა და პროპაგანდას, რაც მათ სურთ, რომ ჰქონდეთ საქართველოში და ამას აჟღერებენ ადამიანები, რომლებიც თან ამბობენ, რომ მათი ხედვა არის, საქართველო იყოს ევროპული და ნატო-ს ოჯახის წევრი ქვეყანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ექცევა ყურადღება, მათ შორის – ქართულ მედიაში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები