“რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელი ტელეკომპანიას დავის გადაჭრის ალტერნატიულ გზას სთავაზობს

0

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე “რუსთავი 2-ს“ დავის გადაჭრის ალტერნატიულ გზას სთავაზობს.
ამის შესახებ ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ხვალ, 25 მაისს 15:00 საათზე, „რუსთავი 2-ის“ შენობაში ჩანიშნულია პარტნიორთა კრება, სადაც დავის განსახილველი საკითხები შეეხება სასარჩელო განცხადებით დაყენებულ საკითხებს. მნიშნველოვანია ის გარემოება, რომ კრების მოწვევის ინიციატორი გახლავთ ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, მე – მისი წარმომადგენელი. კრებაზე განსახილველი საკითხები შეეხება აღნიშნული დავის ალტერნატიული გზებით გადაჭრის შესაძლებლობების გამონახვას. მნიშვნელოვანია და გვინდა იცოდეთ ერთი გარემოება –  ნიჟარაძისთვის არ არის თვითმიზანი ის, რომ სასარჩელო წარმოებით მიაღწიოს გარკვეულ შედეგებს, როგორც პარტნიორმა. მის მიზანს წარმოადგენს, რომ მიიღოს სათანადო ინფორმაცია, რომელიც „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებისა და მისი ხელმძღვანელი პირისგან – დირექტორისგან უნდა მიიღოს, მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასოს და მიიღოს გადაწყვეტილებები მომავალი მოქმედებების თაობაზე. ჩვენ პარტნიორთა კრებაზე განსახილველ საკითხებს შორის შევთავაზებთ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხის გადაჭრა. ეს გაჟღერდა „რუსთავი 2-ის“ დირექტორის მხირდან. ჩვენ ვეხმიანებით ამ განცხადებას და მზად ვართ, მივაღწიოთ ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებას და, ასევე, ვთავზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას, რაც გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემა მსოფლიოში წამყავნი ოთხეულიდან  რომელიმე უდიტორული კომპანიისთვის. წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარეთა შეთანხმებით თუკი იქნება არჩეული ასეთი უდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით იმ შედეგებს, რომელებსაც ეს აუდიტორული კომპანია დადებს „რუსთავი 2-ში“ მიმდინარე ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს არის კრების მოწვევის მიზანი. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენ სურვილი გვაქვს, მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის კრება იყოს ღია, საშუალება ჰქონდეთ სხვა მედია საშუალებებსაც, მიიღონ მონაწილეობა და გააშუქონ.

აუდიტორული კომპანიის დასკვნა იქნება სახელმძღვანელო ჩემი მარწმუნებლისთვის თავის პოზიციაში. თუ აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადგინდება, რომ თანხები, რომლებსაც ჩვენ ვედავებით კომპანიის პარტნიორებსა და დირექტორს, კომპანიის სასარგებლოდ არ არის გაფლანგული, ან რაიმე სხვა ფორმით დაკარგული კომპანიისთვის, თავისთავად ცხადია, რომ ნიჟარაძე ასეთ შემთხვევაში სარჩელს გაიხმობს. თუ სხვა პოზიცია დადგინდება, დასკვნიდან გამომდინარე, შევთანხმდებით, სასამართლოთი გაგრძელდეს ეს დავა თუ – არბიტრაჟის მეშვეობით”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორისა და მესაკუთრეებისგან 26 მილიონი ლარის გადახდას ითხოვს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი