სად რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს – თბილისის მერია განრიგს აქვეყნებს

0

დედაქალაქის მერია 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია  როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე – მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.
“თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა Tbilisi Newcomers, ხოლო 10:00 საათზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჩატარდება.
ასევე, გამოფენილი იქნება სტენდები „ქალები საქართველოდან“, თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები და ა.შ.
დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე “ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” შესრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შვიდკაცა” და “მძლევარი” მიიღებენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები:
საბავშვო გასართობი და შემეცნებითი პროგრამა – 10:00-19:00 საათი
• ილუზიონისტების შოუ;
• წყლის ბუშტების შოუ;
• ჯამბაზების შოუ;
• საცირკო სანახაობა;
• ზღაპრის გმირები;
• სახის მოხატვა;
• პროექტი „მოძრავი პლანეტარიუმი”.
საბავშვო საკონცერტო პროგრამა – 12:00-17:30 საათი
• “მეკო სტუდიის”კონცერტი;
• “ბასტი ბუბუს” კონცერტი;
• “ანა-ბანას” კონცერტი;
• სტუდია “ჟოზეს” წარმოდგენა;
• ვაჟთა ანსამბლების წარმოდგენა – 17:10 საათი
სხვადასხვა აქტივობა – 12:00 -18:00 საათი
• მსვლელობა/პერფომანსი “დროში მოგზაური ორკესტრი”
• დიდი თოჯინა “მაღალი აბელა”;
• მხატვარ ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი;
• “Street Art” მარი კახურიშვილთან ერთად.
საკონცერტო პროგრამა:
• თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 10:00 – 10:40 საათი
• Tbilisi Newcomers – 15:00-19:00 საათი
ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ – 10:00-19:00 საათი
ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ- საგანმანათლებლო სივრცეები – 10:00-20:00:
• ინსტალაცია – “26 მაისი”;
• ბუშტების ინსტალაცია – 17:10;
• ორიგამის ინსტალაცია;
• შუშის ინსტალაცია – “ფერადი კედელი”;
• შუშის ინსტალაცია – “ლამპიონი”;
• გამოფენა – “თბილისის ისტორია”;
საინფორმაციო სტენდები და საგამოფენო სტენდები:
• „იცით თუ არა რომ“
• „ჩვენი დროის ადამიანები”
• „ქალები საქართველოდან”•
თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები
• „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ – 17:10 საათი
თბილისის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი – ეს დღე ჩვენია! – აღნიშნულია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი