თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

0
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
„ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების, რჩეულიშვილის, ანაპის, უცნობ გმირთა, გურამიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, თემქისა და ზღვისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ქერჩის, ზარზმის, ილორის, უწერის, გაგრის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ლორთქიფანიძის, ჭრებალოს, ბარისახოს, ვეკუას, ვასაძის, ხიზანიშვილისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ზაჰესის, მანაგაძის, სკოლისა და ბიჭვინთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გორის, თევდორე მღვდლის, ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავასა და კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვატლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ძოწენიძის, ჩხიკვაძისა და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქისა და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, 15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგრატიონის, ზუგდიდისა და სოხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, 11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, პაატა ჯანელიძის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიასა და არსენ იყალთოელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის, მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი