წყალტუბოში “კურიერის” ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
წყალტუბოში “კურიერის” ჟუნალისტებს – ედიშერ მუშკუდიანსა და ბაკურ ჩიხლაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
გადამღები ჯგუფი წყალტუბოში იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული. ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე, ამ დროისთვის, ქუთაისის “ევექსის” კლინიკაში არიან გადაყვანილნი. შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დადგენილია ერთი პირი, რომელიც გადაყვანილია პოლიციაში. მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა, “ბ” ქვეპუნქტი და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.