საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ტექინსპექტირება მოძრავი უნივერსალური ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი

“მთელი საქართველოს მასშტაბით ავტომფლობელებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ხელმისაწვდომია როგორც სტაციონარულ ხაზებზე, ასევე – მობილური ხაზების მეშვეობით”, – ამის შესახებ სსიპ აკრედიტაციის ცენტრში განაცხადეს.
მათივე ცნობით, დღეისთვის საქართველოში 41 პერიოდული ინსპექტირების ცენტრი ფუნქციონირებს, რომელთაც აქვთ 97 ხაზი მსუბუქი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის; უნივერსალური ინსპექტირების 34 ხაზი, რომელზეც ტექდათვალიერება ხდება როგორც მსუბუქი, ასევე – სატვირთო კატეგორიისთვის და 6 ხაზი მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.
როგორც აკრედიტაციის ცენტრში განაცხადეს, აღნიშნულის გარდა, ავტომფლობელებს ქედის, შუახევის, ხულოს, ადიგენის, ასპინძის, ყაზბეგის, თიანეთის, მესტიის, ცაგერის, მარტვილისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სამი მოძრავი უნივერსალური ტექნიკური ინსპექტირების ხაზის მომსახურებით. ეს ხაზები გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ისე, რომ ყველა რეგიონში მცხოვრები ავტომფლობელისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად კომფორტული იყოს ავტომობილის ტექინსპექტირების გავლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები