სახელმწიფო პროგრამა – „დანერგე მომავალი“ განახლდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტო მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  კენკროვანი კულტურების ბაღის გაშენებისთვის განცხადებების მიღებას აგრძელებს.

„გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ქვეკომპონენტი ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემისა და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე.

პროგრამა იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი.

დაინტერესებულ ვეტერანებს შეუძლიათ, მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს“, – აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

აღნიშნული პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები