ხაინდრავა: შავგულიძემ თქვა, რომ არ იცოდა, რომ მოლაშვილის წამებაში ბოკერია მონაწილეობდა – იმ დროს მისი ადვოკატი იყო

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, შალვა შავგულიძეს აქვს ნათქვამი, თითქოს არ იცოდა, რომ სულხან მოლაშვილის წამებაში გიგა ბოკერია მონაწილეობდა. ამის შესახებ ხაიდნრავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავას თქმით, ამის შესახებ მას თავად სულხან მოლაშვილმა უთხრა.
“კითხვის ნიშნები აღარ არსებობს ჩემთვის, შალვა შავგულიძეზე, იმიტომ რომ თვითონ შალვა შავგულიძე აღარ არსებობს ჩემთვის, როგორც პიროვნება და მინდა გითხრათ, რომ რომ ეს იმდენად არა გირგვლიანის საქმენსთან მიმართებაში იყო რამდენადაც სულხან მოლაშვილის საქმესთან მიმართებაში, როდესაც შალვა შავგულიძემ, განაცხადა რომ მან არ იცოდა თურმე, იმ დროს როდესაც იყო სულხან მოლაშვილის ადვოკატი, რომ გიგა ბოკერიამ მიიღო მონაწილეობა სულხან მოლაშვილის წამებაში, სულხან მოლაშვილ ეს ჩემთვის აქვს პირადად ნათქვამი”,- განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, “სულხან მოლაშვილის მამამ, დედამ, შვილებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება იმის თაობაზე და ეს იყო გადაგზავნილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი ეს ჩვენება, რომ გიგა ბოკერია მის წამებას ესწრებოდა და შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ თურმე მისთვის ეს სულხან მოლაშვილს არ უთქვმას. წარმოუდგენელია, რომ მოლაშვილს ერთადერთი ადამიანისთვის, როდესაც მას მაშინ კონტაქტი ჰქონდა იმ ჯურღმულში და იმ წამებაში, რა დღეშიც სულხანი ყავდათ იქ, არ ეთქვა ადვოკატისთვის. მაგრამ კარგი, მამამის რომ უთხრა და მამამისმა განაცხადა შემდეგ ამის შესახებ წლების წინ და სულხანი, რომელიც იქიდან გამოვიდა, მერე და ამის შესახებ ლაპარაკობდა, წლების წინ რომ გიგა ბოკერიამ აწამა, არც ეს გაუგია?
გიგა ბოკერიას რომ უზის ეხლა, მწამებელს, იმ ადამიანის ვისი ადვოკატიც იყო, ეს არ იცის? ღვინიაშვილს რომ უზის გვერდზე აი ამ ფოტოში, რომელიც იყო პროკურორი გირგვლიანის საქმეში, არ იცის რომ ღვინიაშვილი გირგვლიანის პროკურორი იყო? სააკაშვილის მხარდაჭერას რომ ღებულობს და მიესალმება, არ იცის რომ სააკაშვილმა მოკლა გირგვლიანი და მთელმა მისმა ბანდამ ვინც მის გარშემოა?
მთავარი „გამპრავლებლები“ რომ იყვნენ უგულავა და ბოკერია ეს არ იცის? კარგი არ იცოდა მაშინ, ეხლა ხომ იცის? რატომ ზის მასთან ერთად? ეს ხომ მხოლოდდამხოლოდ ფასადია „ნაციონალური მოძრაობის“ ვის რაში აინტერესებს შალვა შავგულიძე? მათ აინტერესებთ შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი უხერხულობა,რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან ჩემის აზრით ამ ქვეყანას. მიდის ყვირილი რომ გაყალბდა,გაყალბდა, ძალადობა იყო,მოსყიდვა იყო, ერთი ფაქტი ან გაყალბების ან ძალადობის,ან მოსყიდვის, ერთი ფაქტი თუნდაც ზუგდიდიდან აღარ ვლაპარაკობ რომ მთელ დანარჩენ საქართველოშიც იყო ეს არჩევნები, სად იყო ეს გაყალბება? მიუხედავად ამისა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში,ყველა ქვეყნის ინსტიტუტებში, მიდის აქედან დეპეშები გაყალბდა,გაყალბდა და მიდის წლების მანძილზე, ყველა არჩევნებზე,მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ფაქტი გაყალბებისა არ იდება. ვ რა თქმა უნდა რაღაცეები ხდება, მაგრამ რომ გაყალბდა და მასიურად და ძალადობა და მოსწყიდვა ეს ხომ არ არის რეალობა.
მე, ამ უბანში დავიბადე და გავიზარდე,სკოლაში ვსწავლობდი იქ მთელმა ჩემმაი ცხოვრებამ გაიარა მთაწმინდაზე,ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ჩემს ცხოვრებაში იქ ხდებოდა. მე, კარგად ვიცი თბილისი,ძალიან კარგად ვიცი თბილისის მაცხოვრებლები,თბილისის სული ვიცი და მისი ნაწილი ვარ და მითუმეტს მთაწმინდის და არ არსებობს გიგა ბოკერიამ და მიხეილ სააკაშვილმა ვინც არ უნდა ყავდეთ წინ წამოწეული მოიგონ არჩევნები მთაწმინდაზე, ეს არის გამორიცხული და მე დარწმინებული ვარ აგერ თქვენ ხართ და აგერ მე, აგერ ჩატარდება არჩევნები დამანგრეველი შედეგი იქნება, კიარ მოუგებს დაანგრევს გიგა ბოკერიას იმიტომ რომ გიგა ბოკერია იყრის კენჭს მთაწმინდზე, ეს მწამებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი. რაც შეეხება უგულავას უგულავა არის მთაწმინდის ქურდი უგულავამ დაადასტურა და სასამართლოში აღიარა დანაშაული რომ მილიონობით ლარი მოპარა თბილისელებს და პირველ რიგში მთაწმინდელებს”, – აღნიშნა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები