უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე ექვსი განაცხადია შესული

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე, ამ დროისთვის, ექვსი განაცხადია შესული.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, განაცხადების მიღება მომდევნო კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
„ველოდებით, რომ აქტივობა უფრო მაღალი იქნება ბოლო ეტაპზე. საკანონმდებლო განაწესიდან გამომდინარე, პიროვნებების იდენტიფიცირებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ საბუთების მიღების დასრულებას და ეს ინფორმაცია, აუცილებლად, მეორე დღესვე იქნება საჯარო”, – დასძინა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად მსურველთა განაცხადების მიღება 11 მაისიდან დაიწყო.
განაცხადების წარდგენა საბჭოში 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები