“ჯორჯიან მანგანეზი” გაფიცულებს სთავაზობს შექმნან საინიციატივო ჯგუფი და დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

„იმედს ვიტოვებ, რომ გაფიცული თანამშრომლები გამოიჩენენ გონივრულობას და აღარ მიაყენებენ ზიანს თავიანთ ოჯახებსა და საწარმოს, გამოყოფენ იმ ხალხს, ვისთანაც მოხდება მოლაპარაკებების წარმოება, საკითხების შეჯერება და აღდგება სამუშაო პროცესი“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

როგორც ლომინაძე აცხადებს, ერთდროულად, 500 ადამიანთან ერთად, გადასაწყვეტი საკითხების დეტალურად გავლა და შეჯერება არის შეუძლებელი, ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია გაფიცულების მხრიდან რამდენიმე კაციანი საინიციატივო ჯგუფის შექმნა.

„500 კაცთან მოლაპარაკება არის შეუძლებელი, შესაბამისად ჩვენ დღესაც ვითხოვთ, რომ ჩვენი გაფიცული თანამშრომელების მხრიდან გამოიყოს საინიციატივიო ჯგუფი, რომელიც ადმინისტრაციასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება და გადაწყვეტენ ყველა საკითხს. ეს არ გახლავთ პირველი გაფიცვა, წინა გაფიცვები მხარეებისთვის დადებითი შედეგით დასრულდა და მხარეებმა შევძელით მოლაპარაკება, შესაბამისად, მე აქაც იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლები გამოიჩენენ გონივრულობას, აღარ მიაყენებენ ზიანს თავიანთ ოჯახებს და საწარმოს, გამოყოფებნ იმ ხალხს, ვისთანაც მოხდება მოლაპარაკებების წარმოება, საკითხების შეჯერება და აღდგება სამუშაო პროცესი.

ყველა ის მოთხოვნა, რომელიც წაყენებული იყო კომპანიის მიმართ ფორმალურად თუ არაფორმალურად, გარდა ხელფასის 50%-იანი ზრდისა, იქნა დაკმაყოფილებული სრულად და უპირობოდ, რაც შეეხება ხელფასების 50%-ით გაზრდას, მიგვაჩნია, რომ ეს არის არარეალური, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და შესაბამიად კომპანია მოკლებულია იმის შესაძლებლობას რომ გაზარდოს ხელფასები“,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები