სუფსაში ავარიის შედეგად 4 ახალგაზრდა დაიღუპა

ლანჩხუთის რაიონში, სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები