ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს „BB-“ მეოთხე წელია სტაბილურად ინარჩუნებს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -ის გადაწყვეტილებით, GWP რეიტინგს „BB-“ მეოთხე წელია კვლავ ინარჩუნებს. აღნიშნული რეიტინგი კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხისა და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საქართველოში პირველი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ჯერ კიდევ 2015 წელს პირველივე ცდაზე ქვეყნის სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი მიანიჭა.აღნიშნული შეფასება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც პირველ კომუნალურ კომპანიას ქვეყანაში, რომელმაც ასეთწარმატებას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად კვლავ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისგანახლება და განვითარება რჩება. კომპანია წარმატებით აგრძელებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთაგან მიღებულიგრძელვადიანი დაფინანსებით დედაქალაქისთვის არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სანდოობა ფინანსური ინსტიტუტებისთვის საგრძნობლად მაღალია, რასაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings -ის მიერ,კომპანიისთვის გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ის სტაბილური პროგნოზით მინიჭება ადასტურებს.

Fitch Ratings მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. კერძოდ, საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევისმიმართულებით. Fitch Ratings-ის ექსპერტიზა და ხანგრძლივი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო საკრედიტო ბაზრებზე დამატებით შესაძლებლობებსაძლევს ინვესტორებს, მიიღონ მნიშვნელოვანი და სანდო საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები