ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასი თბილისში გათამაშდება

ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 25-26 მაისს  დავით პეტრიაშვილის სახელობის სპორტულ არენაზე (ბელიაშვილის ქ. ამერიკის საელჩოს უკან) ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასის მოსაპოვებლად საფეხბურთო მატჩები ჩატარდება.
„ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, ირლანდიის, ინგლისის, პოლონეთის, თურქეთისა და რუსეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონი გუნდები. ჩემპიონატის გახსნის პირველი მატჩი გაიმართება 25 მაისს, 10:30 საათზე, რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონ გუნდებს შორის. ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი – მათეუშ ვიდლაკი, ვიცეპრეზიდენტი – საიმონ ბეიკერი და ფედერაციის სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირები დაესწრებიან“, – აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.
მათივე ცნობით, მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები