ჭიჭინაძე ლარის გაუფასურებას ხელოვნურს უწოდებს – “ვიღაცა რაღაცას აკეთებს”

“რადგანაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ჩუმად არიან, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ხელოვნური და ვიღაცა რაღაცას აკეთებს”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლარის გაუფასურების მიზეზების შესახებ განმარტებებს მთავრობა და ეროვნული ბანკი უნდა აკეთებდნენ.
„ამას უნდა ამბობდეს მთავრობა და ეროვნული ბანკი. რადგანაც ისინი ჩუმად არიან, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ხელოვნური და ვიღაცა რაღაცას აკეთებს. არ შეიძლება, ლარის კურსი, პრაქტიკულად, 2,6 ნიშნულიდან ავიდეს 2,8 ნიშნულამდე; ასეთი დევალვაცია მოხდეს და ამაზე ქვეყანაში სახელისუფლებო გუნდიდან არავინ განცხადებასა და განმარტებას არ აკეთებდეს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ, რელურად, ჩვენ არც ეკონომიკა გავქვს, არც მისი მართვა და არც მისი პროგნოზი. ეს პირდაპირ დაადასტურა ეკონომიკის მინისტრმა, როდესაც თქვა, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, არის ნეპოტიზმი, არის ხელოვნური მონოპოლიები. მემგონი, ამ ქვეყანაში ლარის კურსი არავის აინტერსებს საზოგადოების, ხალხის გარდა იმიტომ, რომ ლარის კურსი მოიკლებს, თუ მოიმატებს, მთავრობის წევრების შემოსავალზე ეს არ აისახება“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები