რომან კაკულია ლარის კურსზე: რამე რადიკალურ ცვლილებას ფასებსა და ინფლაციასთან მიმართებით არ ველოდები

0

“კონკრეტული ფაქტორი, რომელზეც მთავრობას მყისიერი რეაგირება შეეძლოს, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არსებობს”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
როგორც კაკულიამ აღნიშნა, თურქეთის ფაქტორის იგნორირება არ შეიძლება.
„კონკრეტული ფაქტორი, რომელზეც მთავრობას მყისიერი რეაგირება შეეძლოს, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არსებობს. ამიტომ ჩვენგან დამოუკიდებელი, მაგალითად, თურქეთის ფაქტორის იგნორირება არ შეიძლება. ეს გაზვიადებული არ არის. თუმცა ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, სადაც გადმორიცხვები სამუშაოდ წასული ქალბატონების ხარჯზე დოლარის შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ასეთი ქვეყანა ყოველთვის მოწყვლადია და მასში არასტაბილურობა ყოველთვის იქნება. როდესაც საექსპორტო პოტენციალის ზრდა საკმაოდ შეფერხებულია, ინვესტიციების მოზიდვაც საკმაოდ პრობლემურია. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ შეიძლება თქვას, რომ ეს ხელისუფლების ბრალია და ის ამ მოცემულობას მყისიერად შეცვლიდა, მაგრამ ამისთვის არჩევნები არსებობს“, – განაცხადა კაკულიამ.
მისი თქმით, რამე რადიკალურ ცვლილება ფასებსა და ინფლაციასთან მიმართებით მოსალოდნელი არ არის.
„რამე რადიკალურ ცვლილებას ფასებსა და ინფლაციასთან მიმართებით არ ველოდები. ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაციაა. დარწმუნებული ვარ, თუ ამის საშიშროება იქნება, ეროვნული ბანკი ჩაერევა“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი