ავიაკომპანია SCAT-ი ფრენებს ახალი მიმართულებით შეასრულებს

2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ყაზახური ავიაკომპანია SCAT-ი ნურ-სულთანიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორცილებს.
„ნურ-სულთანი – ბათუმი – ნურ-სულთანის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 7 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველი სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ფრენები Boeing 737 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება“,- აცხადებენ „სამოქალაქო ავიაციის“ სააგენტოში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ყაზახურ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 21 მაისს მიენიჭა.
ცნობისთვის, SCAT-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულად 2006 წლიდან ოპერირებს. გასულ წლებში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეისებს აქტაუდან ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები