„ეს არ არის სიცოცხლე, ეს არის  განუწყვეტელი ბრძოლა სიკვდილთან” – ანა ქადარიას დახმარება ესაჭიროება

0

ქადარიების ოჯახში ნანატრ ბავშვს უამრავი პათოლოგია აღმოაჩნდა: ჰიდროცეფალია,  ეპილეფსია, ცერებრული დამბლა და მხედველობის პრობლემები. ანას მოვლა ძალიან რთული იყო! ეპილეფსიის ხშირი შეტევები, გაუთავებელი ანალიზები და მკურნალობა… „ეს არ არის სიცოცხლე, ეს არის  განუწყვეტელი ბრძოლა სიკვდილთან!“, – ამბობს ანას ბებია  მაია.

– სად არიან ანას მშობლები?

– როგორ გითხრათ… ახალგაზრდები იყვნენ, ვერ გაუძლეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. მამამ მიატოვა პატარა და ახალი ცხოვრებით ცხოვრობს. ანას დედამ სხვა ოჯახი შექმნა. აკითხავს, ზრუნავს ბავშვზე, მაგრამ, ძირითადად, ანას მე ვუვლი. ის ჩემთან ცხოვრობს.

– თქვენ ძალიან მშვიდად საუბრობთ ამაზე, არ გიჭირთ ბავშვის მარტო მოვლა?

– მიჭირს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს. ჩემი ვალია, ვიზრუნო შვილიშვილზე და ყველაფერი გავაკეთო, რომ მან ნაკლები იწვალოს.

ანას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად  აუცილებელია ძვირადღირებული წამლები, სარეაბილიტაციო კურსი და სპეციალური კვება. თუმცა ბებიას საერთოდ არ ჰყოფნის თანხები ამ ყველაფრისთვის. ქალბატონ მაიას არ შეუძლია მუშაობა, რადგან ანას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. მას ხშირად აქვს გულყრები, ამიტომ მისი მარტო დატოვება საერთოდ არ შეიძლება…

ბებია და შვილიშვილი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში. სახლში მხოლოდ ორი ოთახია, სადაც შეიძლება ცხოვრება.

– არასდროს ვთხოვდი უცხო ადამიანებს დახმარებას – აცრემლებული თვალებით ამბობს მაია,  მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს. გვჭირდება კორსეტი, საჭმელი და საფენები. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ 250 ლარია…

“ჩერნოვეცკის ფონდს” არ შეუძლია, უყურადღებოდ დატოვოს ამ ოჯახის გასაჭირი. ამიტომ ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ანასთვის! თანხა შეგიძლიათ, “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა ქადარია). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც “,- აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი