შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს 6 მედალი მოიპოვეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძალისმიერი სამჭიდის 29-ე მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს 6 მედალი მოიპოვეს.

საერთაშორისო ტურნირი მიმდინარე წლის 16-19 მაისს უკრაინის ქალაქ ლუცკში გაიმართა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოლეგები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
„ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოვანი სტრუქტურების დივიზიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა იასპარეზეს: კობა კობახიძემ (საპატრულო პოლიციი დეპარტამენტი), რამაზ გაბაიძემ (სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი), თეიმურაზ გოგოლაძემ (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი), დავითი ჯოიძემ (ობიექტების დაცვის დეპარტამენტი) და შალვა ბებიაშვილმა (სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი)“,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ხუთივე სპორტსმენმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილები და ოქროს 6 მედლი მოიპოვა. ჩემპიონატში მსოფლიოს 25 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი