ჭიკაანის მოსახლეობა ზარალის დროულად აღრიცხვას ითხოვს

სეტყვისგან დაზარალებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მოსახლეობა  სტიქიის ადგილზე სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლების დროულად მისვლას ითხოვს.
,,ვენახების 70 პროცენტი განადგურებულია. ვაზს რომ უკვე მტევანი ჰქონოდა, სადაზღვეოდან დილითვე მოვიდოდნენ, რადგან მარცვალი ვიდრე გაშავდება, იქამდე მოასწრონ დათვალიერება და ზარალი ნაკლები დაწერონ. ახლა კი ხელშეკრულებაში მითითებულ ვადას ბოლომდე მიიყვანენ და, ალბათ, 10-15 დღეში მოვლენ, დამჭკნარი და გაუბედურებული ვენახი იქამდე მოცოცხლდება და ზარალსაც ამის მიხედვით, მინიმალურად შეგვიფასებენ’’, – განაცხადა სოფელ ჭიკაანში დაზარალებულმა მევენახე, ბესიკ დანაჭრელიშვილმა.
გუშინ ყვარლის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი სეტყვამ დააზარალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები