თბილისის მერიამ კომპანიას, რომელიც ბაგა-ბაღებს სურსათს აწვდის, ხელშეკრულება შეუწყვიტა

0

თბილისის მერიამ კომპანია „ნილს“, რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა.
როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კომპანიას ხელშეკრულება ხვალიდან შეუწყდება.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს აწვდიდა, თან – დაგვიანებით.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ ცოტა ხნის წინ კომპანია “ნილი” ბოლოჯერ გააფრთხილა.

კომენტარები

კომენტარი