Georgian Airways-ი სეზონურ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ფრენის ნებართვების შესაბამისად, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინისა და დუბაის მიმართულებებით შეასრულებს.

ავირეისები საჰაერო ხაზებზე შემდეგი პერიოდითა და სიხშირით განხორციელდება:

  • თბილისი – ამანი – თბილისი – 2 ივნისიდან 26 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით;
  • თბილისი – ბეირუთი – თბილისი 2 ივნისიდან 2 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ხოლო 17 ივლისიდან 29 აგვისტომდე – კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – დამამი – თბილისი – 7 ივნისიდან 7 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით;
  • თბილისი – ბაჰრეინი – თბილისი – 13 ივნისიდან 6 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით;
  • თბილისი – დუბაი – თბილისი – 31 მაისს, 5 ივნისსა და 8 ივნისს;

“ჩარტერული ფრენები Boeing 737, Embraer ERJ190, CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება და ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული”, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები