წვიმა ელჭექით და სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

20 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 21 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, 22-23 მაისს კი ისევ დროგამოშვებით იწვიმებს.
„აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.
თბილისში 21 მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი იწვიმებს, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება“, – აცხადებენ სინოპტიკოსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები