სავალუტო ფონდის მმართველი: მეჩეთი და სინაგოგა თბილისში გვერდიგვერდ დგას, სწორედ ეს არის საქართველოს წარმატების მთავარი განმსაზღვრელი

“როდესაც დღეს დილით გავიარე თბილისი ქუჩებში, ძველი თბილისის ხედებით მოვიხიბლე, რომლებიც ბევრი ტურისტის მთავარ მიმართულებად იქცა”, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„როდესაც დღეს დილით გავიარე თბილისი ქუჩებში, ძველი თბილისის ხედებით მოვიხიბლე, რომლებიც ბევრი ტურისტის მთავარ მიმართულებად იქცა. ბევრი სწორედ ამ ქუჩების სანახავად ჩამოდის თბილისში, რომელიც გახლავთ უნიკალური ტრადიციების, კულტურის გამოხატულება დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე. თქვენ ამ ქუჩებში ნახავთ სხვადახვა რელიგიის მიმდევართა სალოცავებს – ქრისტიანულ ეკლესიებს, მეჩეთებს, სინაგოგასა და სხვას. მეჩეთი და სინაგოგა თბილისში გვერდიგვერდ დგას. სწორედ ეს არის საქართველოს წარმატების მთავარი განმსაზღვრელი: ტოლერანტობა, ღიაობა და წარსულზე სწავლა“, – განაცხადა ლაგარდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები