NDI: გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ “შენგენის” ქვეყნებში არ უმოგზაურია

გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
გამოკითხულთა 5%  აცხადებს, რომ უმოგზაურია მხოლოდ ერთხელ, 3% კი ამბობს, რომ უმოგზაურია რამდენჯერმე.
კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცნობისთვის, საშუალოდ, ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები