NDI: მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 77%-ისთვის მისაღებია

მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 77%-თვის მისაღებია. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველოს მიერ 2019 წლის აპრილში ჩატარებულ საზოგადოებრივი კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 13%-მა გასცა.
კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცნობისთვის, საშუალოდ, ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები