„გირჩი“ არჩევნების მეორე ტურს აანონსებს

“მთაწმინდის ოლქის შუალედური მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ საკუთარი ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებს.
„გირჩის“ ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მთაწმინდის ოლქის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში „გირჩის“ კანდიდატმა 15.86 პროცენტი აიღო.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ განაცხადა, რადგან კვლევა პროფესიონალურ დონეზე არ არის შესრულებული, არ უნდათ ის სპეკულაციის საგანი გახდეს, ამიტომ მხოლოდ საკუთარ მონაცემს აცხადებენ.
მისივე თქმით, „გირჩის“ ეგზიტპოლის თანახმად, პირველ ტურში გამარჯვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა, ხოლო მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გადავიდნენ.
„ეგზიტპოლი პროფესიონალურ დონეზე არ არის შესრულებული. არ გვქონია რამე განსაკუთრებული მეთოდოლოგია და წინასწარვე მინდა ვთქვა, რომ ეს პროცენტი შეიძლება, აცდენილი იყოს. ისიც არ ვიცით, რამდენპროცენტიანი აცდენა შეიძლება იყოს. თუ ეს რეალური პროცენტია, მაშინ „გირჩმა“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გააორმაგა ამომრჩევლების რაოდენობა. პირველი ტური ვერავინ მოუგო, ხოლო მეორე ტურში ბატონები შავგულიძე და კახაძე გადავიდნენ. ვულოცავ გადასვლას. სულ 1700-მდე ადამიანი გამოვკითხეთ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები