ზესტაფონში გოგი წულაია, თავის კოორდინატორებთან ერთად, საპროტესტო აქციას გეგმავს 

ზესტაფონის მერობის “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი გოგი წულაია სვირში საარჩევნო უბანზე მის ერთ-ერთი კოორდინატორის, სპარტაკ კაპანაძესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს უსამართლობად აფასებს და აცხადებს, რომ დაახლოებით 5 საათისთვის, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

“ეს თუ არის კანონდარღვევა უბნის გარეთ კანდიდატის სურათიანი მაისურით სიარული, მაშინ რატომა არის ხეებზე და შენობებზე გამოკრული პლაკატები?! ცოტა ხანს კიდევ ვუყურებ და 5 საათისთვის მოვხსნი ჩემს კოორდინატორებს უბნებიდან და აქციას გავმართავ”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

ცნობისათვის, ზესტაფონში “თავისუფალი საქართველოს” წევრის, სპარატაკ კაპანაძის სასამართლო პროცესი 24 მაისამდე გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები