ქურდობა ვაკეში – პოლიციამ არასრულწლოვნები იმ დროს დააკავა, როდესაც სტენდებიდან ტელეფონებს იპარავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა  არასრულწლოვნები – 2001 წელს დაბადებული გ.ქ. და 2002 წელს დაბადებული ნ.მ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის მინის კარი ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 3-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები