კობა გვენეტაძე: მნიშვნელოვნია, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს დაბალი და სტაბილური ინფლაცია, რაც საქართველოში შენარჩუნებულია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვნია, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს დაბალი და სტაბილური ინფლაცია, რაც საქართველოში შენარჩუნებულია.
როგორც კობა გვენეტაძემ ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით კომენტირებისას განმარტა, დედოლარიზაციის პოლიტიკა უფრო და უფრო ნაკლებად აქტუალურს გახდის ლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
„როგორც წესი, ეროვნული ბანკები არ აკეთებენ კომენტარს მოკლევადიან მერყეობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი არის, რაც ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში ყოველთვის იქნება მერყეობები. რაც უფრო მნიშვნელოვნია, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს დაბალი და სტაბილური ინფლაცია, ეს საქართველოში შენარჩუნებულია; მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდშიც ასე იქნება. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება დოლარიზაციასთან დაკავშირებით, დედოლარიზაციის პოლიტიკა არის გაცხადებული პოლიტიკა ეროვნული ბანკისა და, ზოგადად, ხელისუფლების მიერ და ვფიქრობ, რომ ის შემცირება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო – დაახლოებით, 10 პროცენტული პუნქტით მოხდა დოლარიზაციის შემცირება როგორც სესხების, ასევე – ვალდებულებებისა დეპოზიტების მიმართულებით – გაგრძელდება. ეს უფრო და უფრო ნაკლებად აქტუალურს გახდის საკითხს კურსთან მიმართებით“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები