რომან კაკულია: არ ვაპირებ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთო
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, ის არ აპირებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთოს. როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, მას სხდომის შეწყვეტის უფლება ჰქონდა.
„იქნებ, შემთხვევით მოხდა, რომ კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ბევრი წევრი არ იყო. თუ რეგლამენტი დავარღვიე, მე დავარღვიე, თუ მათ, მათ – დაარღვიეს. უფლება მქონდა და სხდომა შევწყვიტე, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ კამპანიაში არ ჩავერთე”, – განაცხადა კაკულიამ.
ცნობისათვის, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო. მიზეზი კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას დაბარების საკითხი იყო.