იყო თუ არა ოპოზიციურ პარტიებს შორის კანდიდატებზე შეთანხმება, აგილ მუსტაფაევს პასუხის გაცემა უჭირს
მარნეულის მერობის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, აგილ მუსტაფაევმა პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმება “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის მერობის საერთო კანდიდატის წარდგენაზე, ერთ წუთს იცის, მეორე წუთს კი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
“თავიდან შეთანხმება მაგ საკითხზე ბოლომდე არ იყო მისული. სხვას ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა “კვირასთან” მუსტაფაევმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კი იმავე კითხვაზე – ნამდვილად იყო თუ არა შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის, პასუხობს, რომ არ იცის.
“შეთანხმება იყო თუ არა, არ მაქვს ინფორმაცია”, – ამბობს მუსტაფაევი.