რატი ამაღლობელი ხულოში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა

0

ხულოს მუნიციპალიტეტს პოეტი რატი ამაღლობელი ესტუმრა. პოეტი საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა და თემაზე – „ქართველი მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის“ ლექცია წაიკითხა.
საქართველო, როგორც ევროპის ნაწილი, დასავლეთის ტრადიციები და კულტურული მრავალფეროვნება, ევროპასთან ინტეგრაცია – ეს იყო საკითხები, რომელზეც რატი ამაღლობელმა ისაუბრა.
ღონისძიება კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, შეხვედრის ბოლოს რატი ამაღლობელმა დამსწრეებს საკუთარი ლექსები წაუკითხა.

კომენტარები

კომენტარი