ვახტანგ ბერიძე: მე მოვალ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში და ერთად მოვაგვარებთ არსებულ პრობლემებს
წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი გუნდის ხულოს მერობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ვახტანგ ბერიძე ძმაგულის, ჭერის, წაბლიანისა და წაბლანას მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას, ამომრჩევლები სასმელი წყლის, ბაგა-ბაღის, საავტომობილო გზების, ხიდების, ელექტრო გადამცემი ბოძების და სოფლის სახლის მშენებლობის პრობლემებზე ესაუბრნენ. მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივებს პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. ამომრჩევლებს ვახტანგ ბერიძემ ბიულეტენში პირველ ნომრად რეგისტრირებულ ვახტანგ ბერიძის შესახებ ინფორმაციაც გააცნო.
“გამარჯვების შემთხვევაში, მე მოვალ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში და ერთად მოვაგვარებთ არსებულ პრობლემებს. ამ დრომდე ვმუშაობ ხულოში, არ წავსულვარ არსად და არც მომავალში ვაპირებ აქედან წასვლას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს მხარდაჭერას ჩემთვის, რაშიც დარწმუნებული ვარ. სწორედ ამ ფაქტმა გამაბედვინა მე, რომ მებრძოლა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ხულო, როგორ უნდა წავიდეს სოფლები წინ და როგორ უნდა მოგვარდეს თითოეული სოფლის პრობლემა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს გაკეთებული, თუმცა ამაზე არ მინდა ვისაუბრო, რასაც თავად ხედავთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ მომავალში გასაკეთებელ საქმეებზე. მე მეამაყება იმის თქმა, რომ რაც სოფლისთვის არის მნიშვნელოვანი პროექტი, უკვე დაწყებულია. ამის მაგალითია გზის კეთილმოწყობა. თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რადგან გზა, წყალი და შუქი არის სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. მე მოვალ ყველა სოფელში, მე მოვალ ყველა ოჯახში და ერთად მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რაც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. თქვენი ტკივილი იქნება ჩემი ტკივილიც, ჩემთვის არ იქნება დღე და ღამე, არ იქნება დასვენების დღეები. გთხოვთ, მხარში დამიდგეთ არა მარტო არჩევნებზე, არამედ – მერად არჩევის შემთხვევაშიც, რადგან ერთად დგომით უკეთესად შევუწყობთ ხელს ხულოს განვითარებას“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.