ახმედ იმამკულიევი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმება დაარღვია

“ჩემი წარდგენა იყო 24 მარტს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი კანდიდატი 11 აპრილს წარადგინა. აქედან გამომდინარე, კარგად ჩანს, თუ ვინ დაარღვია შეთანხმება”,- ამის შესახებ მარნეულის მერობის “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა, ახმედ იმამკულიევმა განაცხადა.  იმამკულიევი “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში მარნეულში სახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებს, დამნაშავე “ნაციონალური მოძრაობა” იქნება, რადგან მათ არ გაითვალისწინეს ოპოზიციურ პარტიებს შორის დადებული შეთანხმება.
“ოპოზიციური ხმები, რომლებიც მობილიზებული უნდა იყოს ერთ კანდიდატზე, “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებით გაიყოფა და არ მოხერხდება პირველ ტურში სახელისუფლებო კანდიდატზე გამარჯვება”,- განაცხადა იმამკულიევმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა – აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია. მან “ევროპული საქართველოს” ამომრჩეველს მოუწოდა, რომ სრულად დაუჭიროს მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები