ზაურ დარგალი: ჩვენ მოვდივართ კონკრეტული ნაბიჯებითა და ორმაგი ენერგიით

მარნეულის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ზაურ დარგალი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს მმართველი გუნდის კანდიდატი ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ოთხი სოფლის მოსახლეობას შეხვდა. საბირქენდის, ალგეთის, თაზაქენდისა და გაჯისაკენდის მაცხოვრებლებმა დარგალს მათ სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ უნდა მოვუგვაროთ სოფლის მოსახლეობას ეს პრობლემები. მოვდივართ კონკრეტული ნაბიჯებითა და ორმაგი ენერგიით“,- განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები